ულალუმი

იქ ცანი იყვნენ ჩამქრალი ფერის,
ფოთოლთაცვენა შრიალი მშრალი
გამხმარ ფოთოლთა შრიალი მშრალი
იდგა ეული ღამე ოქტომბრის
დაუვიწყარი მარადის დრო
სადაც ტბა არის მღვრიე ობერის
ნისლში გახვეულ ბუნდებში შორს
სადაც ტბა არის ბნელი ობერის
მოჩვენებათა უღრანში შორს

უზარმაზარი ხეივნის გავლით
ალვათა შორის დაქროდა სული
ალვა ფსიქეა და ჩემი სული
იმ დღეს ცეცხლოვან ვულკანზე
მრავლითძლიერ ფეთქავდა კვნესოდა
გულიქშინავდა ლავას აფრქვევდა გული,
გოგირდოვანი მდინარე წარღვნით
ემუქრებოდა სამყაროს სრული
განადგურების, მქუხარე წარღვნის
ქარი მსუსხავი დაჰქროდა კრულით 

ჩვენს საუბარში ჩამქრალი ფერის
ფიქრთა ისმოდა შრიალი
მშრალი, მოგონებათა ქრებოდა კვალი
აღარ გვახსოვდა არც ოქტომბერი
ვერსად შევნიშნეთ სინათლე მკრთალი
ღამე მეფობდა დიადი ძალით
ვერსად დავლანდეთ მღვრიე ობერი
თუმც აქ გვივლია გარდასულ დროს
ტბა უხილავი იქმნა ობერის
მოჩვენებათა უღრანში შორს


და ოდეს თითქოს დანებდა ღამე
ოდნავ ციალი დაეტყო მთებს
სუსტი ციალი ჰფენოდა მთებს
ბნელი ბილიკის ბოლოში მდარე
შუქი ღრუბლებში იქნევდა ფრთებ
სიქ საოცარი ნამგალა მთვარე
მაღლა ცისაკენ იწვდიდა რქებს
ვითარც ასტარტე, ნამგალა მთვარე
ალმასით შემკულს იწვდიდა რქებს

 

და მე ვთქვი "ის დიანაზე მეტად
ათბობს ანათებს სევდიან ცას
ამხიარულებს სევდიან ცას
მის თვალთა ცრემლი არასდროს შრება
სადაც სამარხი ბნელეთში დგას
გამოიარა ვარსკვლავთა კრება
და ზეცისაკენ გვითითებს გზას
სად დავიწყების ვეძებდით ცას
გარდმოიფრინა ვარსკვლავთა კრება
ციდან მოგვაპყრობს სხივოსან თვალს
ნათელი ჰფინა ვარსკვლავთა კრებას
და სიყვარულით აელვებს თვალს 

ცისკენ აღაპყრო ფსიქეამ მზერა
თქვა: "ამ ვარსკვლავის მე არა მწამს
თეთრი ციაგის არასდროს მწამს
მე ამ ვარსკვლავის არასდროს მჯერა
ჩქარა გავფრინდეთ ამავე წამს
"შეშინებული ყვირის და მოთქვამს
მტვრიან მიწაზე ახეთქებს ფრთას
ატირებული წყვდიადში ბორგავს
მტვრიან მიწაზე ახეთქებს ფრთას
დამწუხრებული ათრთოლებს ფრთას

მივუგე: "ეს ხომ ზმანება არის
შუქი ცქრიალა შეგვასხამს ფრთას
ფრენით გავყვებით ბროლისფერ ქარს
წმინდა სინათლეს ბრწყინვალე თვალის
ის ხომ იმედის ნაპერწკალს ჰგავს
და აციმციმებს უკუნში ცას
მო, უდარდელად მივენდოთ ღამის
სინათლეს და ის გვიჩვენებს გზას
სინათლე მართალს გვასწავლის გზას

 

კოცნით ფსიქეას მე ვამშვიდებდი
მის სიბნელისგან ვცდილობდი ხსნას
შავი ეჭვისგან ვცდილობდი ხსნას
ხეივნის ზღვარზე როცა მივედით
გადავეყარეთ სამარხის ქვას
იმ საიდუმლო სამარხის ქვას
"დაო ძვირფასო?" მას ვეკითხები"
ეს რა სახელი სწერია აქ?
"ულალუმი" მიპასუხა მან"
აქ ულალუმის სამარხი დგას" 

 

მსწრაფლ გული მექცა ჩამქრალი ფერის
ფეთქვა მისი ვით შრიალი მშრალი
გამხმარ ფოთოლთა ჩხრიალი მშრალი
და მე შევძახე: "იმ ოქტომბერში
ღამე მეფობდა დიადი ძალით
აქ გავიარე დავტოვე კვალი
აქ მოვასვენე დავმარხე ქალი
ზუსტად წლისთავზე მაცდური ძალით
დემონმა თითქოს ამიკრა თვალი
იმავ ბილიკზე მატარა მთვრალი
გვიან შევნიშნე მღვრიე ობერი
ნისლში გახვეულ უღრანთა მხარე
ვიცანი ეს ტბა, ბნელი ობერის
ოდეს დაჰნათა მაღლიდან მთვარემ

 

მაშინ ორივემ შევძახეთ ერთად
"ტყის მოჩვენებებს დაეხშოთ უნდა
გზა მიმავალი უღრანის გულთა
ნუნდა დაეფლოთ ბოროტი წყევლით
ის საიდუმლო რომელიც მუდამ
ცოდვილ გონებას გაეგო სურდა
რათა დაიხსნას პლანეტის ჩრდილი
ამ უფრსკულიდან დაღუპულ სულთა
და განარიდოს ღმერთისგან ქმნილი
ქვესკნელს პლანეტის დაცემულ სულთა

Hosted by uCoz