დედას

რადგანაც ვიცი, რომ ზეციურ სასუფეველში
ფრთოსან ანგელოზს, ნეტარებით ღმერთსაც რომ ხედავს
სულიერ გრძნობით არ ძალუძს რომ სიტყვა წარმოთქვას
მანათობელი სიყვარულით როგორაც "დედა"

მე თქვენ გიწოდეთ ეს სახელი, ალერსით, ტკბილი
რადგან გიყვარდით დედასავით როგორაც შვილი
და სამუდამოდ დაიპყარით გული ეული
როდესაც სულმა მიატოვა თქვენი სხეული

ბედმა ცხოვრების ლაბირინთში ობლად მატარა
და მე არ მახსოვს მოფერება დედობრივ ნაზი
თქვენ ამ ქვეყანას მოავლინეთ ჩვილი პატარა
მშობელი მისი გახდით ჩემთვის სულზე ძვირფასი

მარად უსაზღვრო გრძნობით, თქვენ ხართ ჩემი ნუგეში
საოცნებო და სანატრელი სულზე უტკბესი.

Hosted by uCoz