ელდორადო

მამაცი რაინდი
წვიმიან ამინდში
მზეშიც და თოვლშიაც მარტოდ
მინდვრებზე, მთებზე,
სიმღერით გზებზე
ეძებდა ელდორადოს

დრო კი, მიდიოდა
არაფერს ჩიოდა
ერთ რამეს ნატრობდა მარტო
ენახა მზიური
ოქროს მითიური
ქვეყანა ელდორადო

მზეს გადაეფარა
მგზავრს გადაეყარა
მოჩანდა ჩრდილი მარტო
"აჩრდილო მითხარი
საით და სად არის
ქვეყანა ელდორადო?"

"მთებს იქით არის
სამეფო მთვარის
ხეობას აჰყევი მარტოდ
განსაცდელს შეხვდები
თუ არ დანებდები
მიაგნებ ელდორადოს!"

Hosted by uCoz