სონეტი 2

ნატვრა ახდენილ ოცნებასაც ძლიერ მაგონებს
დღეა ცისმარე ანდა თუნდაც როცა ბინდია
გავახელ თვალებს შენ შორსა ხარ ფიქრი მაღონებს
იმედის სხივი გულში თუმცა ისევ მინთია

რა იქნებოდა მზესთან ერთად შენც მინათებდე
შენი ჭკვიანი, კეთილი და ტურფა თვალებით
ღამით თაფლისფერ ვარსკვლავებს რომ ცაზე ანთებდე
და მაოცებდე სიყვარულის იდუმალებით

რად გამირბიხარ, მემალები, მიცქერ ამაყად...
...მაგას ჯობია მოდი ჩემთან ისევ ამაღამ
ძველი ამბები გავიხსენოთ დიდხანს ვიცინოთ
მერე დილამდე ვიჩურჩულოთ არ დავიძინოთ

ვიქნები შენი სილამაზის მარად მეხოტბე
კვლავაც ნატრული სიყვარულის და მეოცნებე.