სონეტი 1

თუ გულს ეგების, რომ დარდისგან ასე მტკიოდეს
და მეგობართან განშორებით ჩუმად ტიროდეს,
თუ სიყვარულით სავსე გული ასე ნაზია,
შენზე ფიქრებში მწამს, სიცოცხლე რომ ლამაზია.

მზე უშენობით ქვრება, მათბობს მხოლოდ წარსული,
გარემოიცვა, დაიმონა სევდამ გონება,
შენი სიცილის სხივებს ვეძებ ფიქრად წასული,
ოცნებად დამრჩა შენი ხმის ისევ გაგონება.

...და როცა ცაზე გაიელვებს მე მას სიხარულს
ვადარებ რადგან ისიც ისევ უმალვე ქრება
ცა კი ცრემლებად დაიღვრება მოწვიმს სინანულს,
მეხით გაპობილ გულში სევდა მარადის რჩება.

თუმცა კი, შენზე დარდიც დიდი სიხარულია
მე მიყვარს სევდა, რადგან ის თვით სიყვარულია