ნათიასადმი

შენი თვალები, მაღლა ციდან ვით ვარსკვლავები
ღრუბლიან ღამით, ოცნებებში რომ დამნათიან
შენი ღიმილი უნაზესი მზისებრ მნათია
ზეციურ შუქის მოციმციმე ათინათია.

მე ეს ღიმილი მეუბნება რაღაც საოცარს,
ჩუმად, ჩურჩულით მჩუქნის კოცნას მეალერსება,
ეს საოცრება შთამაგონებს ნათელ ოცნებას
და აუხსნელი ნეტარებით გული მევსება.

შენს ტრფიალებას ესწრაფიან ჩემი ფიქრები
გულში ჩაგიკრავ და მარადის ჩემი იქნები
მზე ულამაზეს სიხარულის ამობრწყინდება
ჩვენ არასოდეს სიყვარული არ მოგვწყინდება

ჩემი ოცნება შენს თვალებში მინდა ელავდეს
და სიყვარულის ოკეანე გულში ღელავდეს,
ციდან ვარდისფრად ცისარტყელა დაგვეფინება
კოცნა ალერსით მთვრალებს ტკბილად დაგვეძინება.

შენი თვალები, მაღლა ციდან ვით ვარსკვლავები
სანუკვარ სითბოს მისახავენ და დამნათიან,
შენი ღიმილი სიყვარულის ფერად მნათია,
უმშვენიერეს სიხარულის ათინათია