ჭეშმარიტი სიყვარული

ჭეშმარიტი სიყვარული, ღიმილია
გულს რომ ტკბილი ტკივილით რომ აგატკივებს
ჭეშმარიტი სიყვარული, დუმილია
სიცოცხლეზე ფიქრებით რომ აგატირებს.

ჭეშმარიტი სიყვარული არის ტალღა,
ალერსით რომ ეფინება ზღვის ნაპირებს,
ფრინავს ცაში ვარსკვლავებზე უფრო მაღლა,
ჩუმად მოვა სიხარულით გაგაკვირვებს.

ჭეშმარიტი სიყვარული არის როცა,
მთვარე მზესთან მივა, კოცნას დააპირებს
ჭეშმარიტი სიყვარული არის ლოცვა,
ჭეშმარიტი სიყვარული აგატირებს.