გვიოცნებია

მე უკაცრიელ უდაბნოში დავდივარ ღამით
დავეძებ ზღვაში ჩაძირულ მზისფერ ოცნების სხივებს,
როცა სიცივე მახსენდება ვჩერდები წამით
ვეთამაშები ცელქი წვიმის შხაპუნა მძივებს.

წვიმა, სევდაა დედამიწის, მწარე სიმართლე,
ცად აფრენილი ღრუბლები კი, მისი ფრთებია
თუმცა ოდესღაც იყო დრო და იყო სინათლე,
ჩვენ შევცქეროდით ვარსკვლავებს და გვიოცნებია.