ფრენა მასწავლე

თითებით შევეხო ვარსკვლავებს
მოვეფერები
კლდეებში ამოჭრილ მთვარეს
მე დავბრუნდები
სიმღერით სევდიან ქუჩებში
მზე რომ სხივებით
ფიქრებს და ოცნებებს ხატავს

ფრენა მასწავლე
არ დავიკარგები ღრუბლებში
სადაც წვიმს, ციდან
ცივი ცრემლები ცვივა,
მე წამიღებს ქარი
იქ თოვს თეთრი ქათქათა ზამთარი
ფოთლებს ფარფატა
ფიფქებს და ფანტელებს ფანტავს